weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტყის მცველის ხელფასი 472 ლარია

17:47 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

ეროვნული სატყეო სააგენტოს, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, სულ 776 თანამშრომელი ჰყავს. აქედან 98 ცენტრალურ აპარატშია, 678 კი ტერიტორიულ ორგანოებში. ყველაზე დაბალი ხელფასი 472 ლარი ტყის მცველს აქვს.

სააგენტოს საშტატო ნუსხის მიხედვით, მასში სულ დასაქმებულია 88 მეტყევე, 31 უბნის უფროსი და 514 ტყის მცველი. უბნის უფროსის დარიცხული ხელფასის ოდენობა თვეში 900 ლარია, მეტყევის - 800 ლარი, ტყის მცველისა კი 590 ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. 

სააგენტოს უფროსის ხელფასი 2 800 ლარია, მისი მოადგილეებისა - 2 500 ლარი, დეპარტამენტებისა და სამსახურის უფროსებისა - 2 300 ლარი, სამმართველოებისა და განყოფილებების უფროსების - 1 500 ლარი. 700 ლარს შეადგენს სააგენტოს აპარატში რიგითი სპეციალისტების მინიმალური ხელფასი. 

სააგენტოს საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებზე ბიუჯეტიდან თვეში 564 525 ლარია გამოყოფილი. აქედან, ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ თანამშრომლებზე მოდის 113 240 ლარი, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებზე - 451 285 ლარი. 

2016 წელს სააგენტოს მოსამსახურეებზე ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით 11 196 179 ლარი გაიცა. 

მათ შორის, სააგენტოს უფროსმა და მისმა ორმა მოადგილემ მიიღეს 206 510 ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს 106 100 ლარს, დანამატი - 93 200 ლარს, პრემია - 7 210 ლარს. 

პირადად სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ 2016 წელს მიიღო 69 160 ლარი, მათ შორის, ხელფასის სახით - 33 600 ლარი, ასევე 12 დანამატი და ერთი პრემია, რაც 35 560 ლარს შეადგენს. 

სააგენტოს დანარჩენმა 773-მა მოსამსახურემ წლის განმავლობაში ერთობლივად მიიღო 10 989 669 ლარის ოდენობით ანაზღაურება. აქედან, ხელფასი - 8 732 878 ლარი, დანამატი - 1 329 675 ლარი, ხოლო პრემია - 927 116 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]