weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ნაწილი დაიწვა

23:09 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დღეს საღამოს ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ეკლესიის ნახევარზე მეტი დამწვარია. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

გამგებლის წარმომადგენლის, ნუცა პაპავას თქმით, დაიწვა ეკლესიაში არსებული ძველი ხატებიც. 

ხანძარი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და მეხანძრეებმა ჩააქრეს. 

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მე-19 საუკუნეში რუსების მიერ არის აშენებული. როგორც "რეგინფოს" გამგეობაში უთხრეს, რამდენიმე წლის წინ ეკლესიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]