weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კახეთში გზების მშენებლობაზე მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება – პრემიერი

12:34 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

2017–2020 წლებში კახეთში გზების მშენებლობაზე მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება და რეგიონს ევროპული სტანდარტების გზები ექნება, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 15 კილომეტრიანი გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე დაიწყო და მის დასრულებას მთავრობა მომავალი წლის ზაფხულში ვარაუდობს.

„გარდა ამისა დაგეგმილია თბილისი-ბაკურციხის 87-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოდერნიზება, რომელიც 2018 წლისთვის დაიწყება და ორ წელიწადში დამთავრდება; ასევე - წნორი-ლაგოდეხის მონაკვეთის 40-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოდერნიზება. 2018 წლიდან დაგეგმილია ბაკურციხე-წნორის 16-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს დასრულდება და ამას გარდა, 36-კილომეტრიანი გზა გურჯაანი-თელავის შემოვლითი მონაკვეთის, რომელიც 121 მილიონი დოლარი დაჯდება. ასეთი მასშტაბი ჩვენს ბიუჯეტში ჯერჯერობით არ ყოფილა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, კახეთში გზების მშენებლობის გარდა დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

„2018 წლიდან დაიწყება და 2020 წლისთვის დამთავრდება თელავის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია. ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ეხება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოების რეაბილიტაციას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველა რაიონში დაგეგმილია სპორტული კომპლექსების მშენებლობა და ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელი ცხოვრების წესს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კულტურის განვითარებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯება, რათა თითოეულ რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისინი მივლენ, ნახავენ ახალ სპექტაკლებს, კინოხელოვნების ახალ ნიმუშებს და არ იქნება საჭიროება იმისა, რომ ამისთვის აუცილებლად დედაქალაქში იყოს წასასვლელი. ადგილობრივი კულტურის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, როგორც ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნირების კუთხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]