weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის მშენებლობისთვის საქართველო 20 325 დოლარს გამოყოფს

17:58 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

კანადის დედაქალაქ ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის მშენებლობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებისთვის საქართველოს მთავრობა 20 325 დოლარის ეკვივალენტ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს თანხას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა.

ოტავაში მემორიალის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. მისი ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია. კანადის მთავრობის ინფორმაციით, მემორიალი პატივს მიაგებს კომუნისტური რეჟიმისგან ჩაგრულებს და აღიარებს კანადის საერთაშორისო როლს, რომელიც თავშესაფარი იყო უსამართლობისა და დევნისგან გაქცეული ადამიანებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]