სექტემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ლაგოდეხში ორი ავტომობილის ქურდობაში ბრალდებული დააკავეს

21:30 - 12 სექტემბერი 2017 hits 328

ლაგოდეხის რაიონში ბოლო ორ კვირაში ორი ავტომობილი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დღეს ერთი პირი დააკავეს.

როგორც „რეგინფოს“ გამგებლის წარმომადგენლებმა უთხრეს, ორი კვირის წინ „მერსედესის“ მარკის ავტომობილი სოფელ შრომაში მოიპარეს. მანქანა საცხოვრებელი სახლის წინ იყო გაჩერებული.

„ნივა“ მოიპარეს ქალაქ ლაგოდეხში. გამგებლის წარმომადგენლის ნუცა პაპავას თქმით, ავტომობილის პატრონი სათევზაოდ იყო გასული და უკან დაბრუნებულს მანქანა აღარ დახვდა.

ლაგოდეხში მესამე ავტომობილის ქურდობის თაობაზეც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტომობილი მოპარული არ აღმოჩნდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com