weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პოლიციამ თბილისში რუსეთის მოქალაქის გაძარცვისთვის სამი პირი დააკავა

10:15 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017

სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1-ში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ხ. გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ სამივე ბრალდებული თბილისში დააკავა.

„სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის ნაწილი 3550 აშშ დოლარი, 700 ევრო და 550 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ“ - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]