weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი „გელა თბილისკი“ დააკავეს

14:23 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017

კიევში პოლიციამ ე.წ. „კანონიერი ქურდი“, წარმოშობით ქართველი, 51 წლის გელა ჯოშუა დააკავა. ის კრიმინალურ სამყაროში „გელა თბილისკის“ მეტსახელით არის ცნობილი. კიევის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარსულში ის არაერთგზის ნასამართლევია.

„დაკავებული კარგად ერკვევა კრიმინალურ ტრადიციებში. „გელა თბილისკი“ კანონიერ ქურდად 1996 წელს, მოსკოვში აკურთხეს“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, უკრაინაში „გელა თბილისკიმ“ რამდენიმე დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლებიც ავტომობილებიდან ნივთების მოპარვით და სატრანსპორტო საშუალებების გატაცებით იყვნენ დაკავებულნი. პოლიციის განცხადებით, „გელა თბილისკი“ ამ დაჯგუფებების საქმიანობას მფარველობდა. გარდა ამისა, აწყობდა კრიმინალურ შეხვედრეbს და დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას უწყობდა ხელს.

2017 წლის აპრილში „გელა თბილისკი“ დააკავეს და რუსეთში დააბრუნეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოარკვიეს, რომ კრიმინალური ავტორიტეტი კიევში დაბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]