ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ახალციხეში მაღაზია გატეხეს და დიდი ოდენობით ოქრო წაიღეს

11:22 - 14 სექტემბერი 2017 hits 249

ახალციხის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩის 8 ნომერში, მაღაზია გაქურდეს და დიდი ოდენობით ოქრო გაიტანეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს დილით, მაღაზიის მეპატრონეს კარი გატეხილი დახვდა.

„აღარაფერი დამიტოვეს, ნოლზე დამსვეს. ქალაქის ცენტრში რომ ამას იზამენ, სხვაგან რას გააკეთებენ წარმომიდგენია“, – ამბობს მაღაზიის მეპატრონე. მას ზარალის ოდენობა არ დაუსახელებია.

თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზიებში დასაქმებულების ინფორმაციით, გატეხილი მაღაზიიდან მხოლოდ ოქროა გატანილი. „ტანსაცმელზე ხელი არ მოუკიდებიათ. ფულიც ჰქონია, თუმცა არც ის წაუღიათ. ოქრო ჰქონდა სეიფში და სულ გატანილია“, – აღნიშნეს მათ.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი