weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში განახლებული სკოლა გაიხსნა

13:46 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში განახლებული სკოლა გახსნა. მაღალმთიან ქედაში მდებარე ახოს სკოლა აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში განახლდა. ახოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის 380 000 ლარი დაიხარჯა.

სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა იატაკები, კარ-ფანჯრები და სახურავი. პროექტის მიხედვით განხორციელდა ელქტროტექნიკური, წყალ-კანალიზაციის, სახანძრო სისტემის და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოები.

სკოლაში 67 მოსწავლესთან 17 პედაგოგი მუშაობს.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სკოლის გახსნა ადგილობრივ მოსწავლეებს რეგიონის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ მიულოცა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, განსაკუთრებით სასიხარულოა მთიან აჭარაში სკოლების რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხი, რაც ხელს უწყობს მთაში მოსახლეობის დამაგრებას და მათი პირობების გაუმჯობესებას.

აჭარაში წელს 5383 პირველკლასელი დარეგისტრირდა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ სასწავლო წელს გაიხსნება 2 ახალაშენებული სკოლა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარასა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2017 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება 5 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა (ტუნაძეები, მაწყვალთა, ბათუმის N23, სარფი და განახლება). 2017 წელს სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 24 საჯარო სკოლას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]