weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზუგდიდში აზიური ფაროსანასგან დაზარალებულები არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან

11:49 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

აზიური ფაროსანასგან დაზარალებული ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლების მცხოვრებლები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას, საბანკო ვალდებულებების გადავადების საკითხში შუამდგომლობას, ზარალის კომპენსაციას და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნებით დაზარალებულებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, მავნებელი მწერისგან დაზიანებული ხილ–ბოსტნეული კი პროტესტის ნიშნად სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ დაყარეს.

სააგენტო „ლაივპრესის“ ცნობით, აქციის მონაწილეებს გუბერნატორის მოადგილე შეხვდა. „ჩვენ გუბერნატორის მოადგილისგან მივიღეთ დაპირება, რომ ის გადასცემს ამ მოთხოვნას ცენტრალურ ხელისუფლებას. ორ დღეში მოსახლეობას ეცოდინება, როგორი იქნება პრემიერის პასუხი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ, რომელიც დილიდან აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდა.

მანამდე წითლიძესა და გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კოდუამ წითლიძეს მიმართა, რომ სწორედ ის იყო აქციის მაპროვოცირებელი და ადამიანებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. კოდუამ ე.წ. ბლანკი წარმოადგინა, რომელსაც მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სოფლებში ოჯახებს ზარალის აღწერის მიზნით ურიგებს.

კომპენსაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მოსახლეობამ უკვე არაერთხელ გამართა. ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მყოფმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ სახელმწიფოს ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობა არ აქვს.

დაზარალებულების თქმით, იმ შემხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინი გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს, არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ და ხელისუფლებას სოფლებში კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]