weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სახელმწიფო დაცვის სამსახური 2017 წელს გამოშვებულ 20 ავტომანქანას ყიდულობს

13:20 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 20 ერთეული ახალი ავტომანქანის ყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 829 110 ლარია გამოყოფილი, ანუ თითოეული ავტომანქანის ღირებულება საშუალოდ 41 455 ლარს შეადგენს.

ელექტრონული ტენდერი ავტომანქანების შესყიდვისათვის 2017 წლის 19 სექტემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 29 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს, 13:00 საათზე დასრულდება. 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ყველა ავტომანქანა უნდა იყოს 2017 წელს გამოშვებული და ექსპლუატაციაში არმყოფი. ახალი ავტომანქანებით სამსახურის სარგებლობაში არსებული ძველი ავტომანქანების ჩანაცვლება მოხდება. 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, ასევე მათი თანამდებობის პირების ფიზიკურ დაცვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]