weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მაშველებმა თეთნულდიდან პოლონელი ტურისტები ჩამოიყვანეს

13:59 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები მწვერვალ თეთნულდზე, ზღვის დონიდან 3 950 მეტრზე მყოფ ორ პოლონელ ტურისტს დაეხმარნენ. ერთ-ერთი ტურისტი, მონიკა შევინსკა ცუდად იყო და გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, მაშველები ტურისტების დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ. ღამით რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, ტურისტების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა ვერ მოხერხდა. მაშველები, მთელი ღამე ტურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ და შეუძლოდ მყოფ პირს დახმარებას უწევდნენ. გამთენიისას, პოლონეთის ორივე მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

მათივე ცნობით, ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მწვერვალი თეთნულდი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4 852 მეტრია და ზედა ნაწილში მუდმივი თოვლითაა დაფარული. წელს თეთნულდზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3 000 მეტრზე პირველი თოვლი 7 სექტემბერს მოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]