weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თელავში 72 წლის ქალის და 46 წლის მამაკაცის ცემაში ბრალდებული დააკავეს

18:24 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 72 წლის ქალი და მისი 46 წლის შვილი სცემეს. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხვადასხვა ტრავმებით მოათავსეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სოფელში მცხოვრები 23 წლის მამაკაცი დააკავა.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა კოპლატაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 72 წლის ქალს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, თხემის ძვლის და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.

დაკავებულს მეზობელთან, 46 წლის მამაკაცთან კონფლიქტი დღეს მოუვიდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]