weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თუშეთში თოვლი მოვიდა

17:28 ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017
თუშეთში თოვლი მოვიდა ფოტო © ლევან სულაკაური

თუშეთის მთებში თოვლი მოვიდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელ ომალოში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, დილით დაწყებული თოვა წვიმაში გადაიზარდა. ამინდის გაუარესებას ფშაველი-თუშეთის გზაზე გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. ამ დროისთვის თუშეთის სოფლებში აღარ თოვს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ცივი ჰაერის მასების გავრცელება დღის ბოლომდე გაგრძელდება და ნალექი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, თუშეთში თოვა არ არის მოსალოდნელი. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს. 1-ელ ოქტომბერს მოსალოდნელია 18 გრადუსამდე სითბო და უნალექო ამინდი.

თუშეთიდან ზამთრის საძოვრებზე ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის გადარეკვა უკვე დაწყებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]