weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ახალქალაქში პარლამენტის წევრის ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს

16:16 შაბათი, 22 აპრილი 2017

ახალქალაქში პარლამენტის წევრის სამველ მანუკიანის კუთვნილ ორ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა 22 აპრილს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა. დეპუტატს ავტომობილები საკუთარ სახლთან ჰქონდა გაჩერებული.

„ეს უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ვნახოთ, როგორ იმუშავებს პოლიცია. დაველოდოთ, რის გარკვევას შეძლებენ“, - აღნიშნა სამველ მანუკიანმა ადგილობრივ მედიაგამოცემასთან, jnews.ge-სთან საუბარში.

jnews.ge-ის ინფორმაციით, მანუკიანის ერთ-ერთმა მეზობელმა დაინახა, რომ უცნობმა პირმა მანქანას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. თვითმხილველის თქმით, ბოროტმოქმედი მაშინვე გაიქცა, როგორც კი ჭიშკარი გააღო. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრეების მისვლამდე მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

სამველ მანუკიანი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის საარჩევნო ბლოკის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ სიაში 23-ე ნომერი იყო. პარლამენტში არის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2009–2016 წლებში იყო შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორი.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]