weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 5 მუშა დაშავდა

13:32 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

ბათუმში მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად ხუთი მუშა დაშავდა. შემთხვევა 30 სექტემბერს, საღამოს, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც კომპანია „ალიანსპალასი“ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს. დაშავებულები სხვადასხვა ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.

პროფესიული კავშირების გაერთიანება მომხდარზე პასუხისმგებლობას სამშენებლო კომპანიას აკისრებს, „ალიანსპალასში“ კი აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე ერთ-ერთი კორპუსიდან ორი მუშა 8 სექტემბერსაც გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.

ბოლო პერიოდში სახალხო დამცველმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს სამუშაოს შესრულებისას დაშავდა 82, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი. 2016 წელს სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]