weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობა 2018 წლიდან იურიდიულ ძალას დაკარგავს

16:29 ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017

2006 წლის 1-ელ აპრილამდე აღებული მართვის მოწმობები 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იურიდიულ ძალას დაკარგავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე.

ახალი მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო იქნება ჯანმრთელობის ცნობის და 15 ლარიანი ქვითრის მომსახურების სააგენტოს ფილიალში წარდგენა. 

რაც შეეხება 2006 წლის 1-ლი აპრილიდან 2014 წლის 1-ელ მარტამდე აღებულ მართვის მოწმობებს, მათ იურიდიულ ძალა 2028 წლის სექტემბრამდე აქვთ. 2014 წლის შემდეგ გაცემულ მართვის მოწმობებზე კი მოქმედების ვადა დოკუმენტზევეა დატანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]