ოქტომბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ვლადიმერ აფხაზავას გადაეცა

23:25 - 05 ოქტომბერი 2017 hits 254

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა გახდა. მას 10 000 ლარი გადაეცა.

ვლადიმერ აფხაზავა ჩიბათის სკოლაში 2010 წლიდან ასწავლის. ის პროექტ "დემოკრატიული რევოლუციის" ავტორია, რომლის მიზანი მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზებაა. მის პროექტს „ეთნო რძლები“, რომელიც მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად, საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.

ვლადიმერ აფხაზავას გარდა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ: ეკა წულუკიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ფურცელაძე - თბილისის კერძო სკოლა "ქორალის" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო აბულაძე - თბილისის N43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; თეა ნონიკაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს", მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - The Global Teacher Prize-ის ნაწილია.

2017 წლის 31 მაისს გამოცხადდა ჯილდოს კონკურსი, რომელშიც 114 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან ნახევარფინალისტების ათეული და ფინალისტების ხუთეული ჟიურიმ შეარჩია.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com