დეკემბერი 13, 2017
weather cur airplane horoscope tv

შუახევში 10 მოქმედი მეჩეთი მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა

17:04 - 06 ოქტომბერი 2017 hits 308

მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობაში სახელმწიფო ბალანსზე არსებული 10 მოქმედი მეჩეთი გადაეცა, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობენ. საუბარია სოფლების ტბეთის, ვანის, წაბლანას, ჭალას, წყაროთას, ხაბელაშვილების, ზამლეთის, ახალდაბისა და ზემო ხევის სამლოცველოებზე.

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართა. სხდომას მართლმადიდებელი, ლუთერული და კათოლიკური ეკლესიების, ეზიდთა და მუსლიმთა თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, კომისიამ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 17 საკითხიდან 16 დაკმაყოფილდა. დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მიერ წარდგენილ საკითხზე, რომელიც ეხებოდა თბილისში 5401 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა ნაგებობის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემას.

კათოლიკური ეკლესიის მიერ წარდგენილ ორ საკითხთან დაკავშირებთ კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. დაკმაყოფილდა ეზიდთა სასულიერო საბჭოს თხოვნა და მათ გადაეცათ 350 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ წარდგენილ ორ საკითხს, კომისიამ ერთი საკითხი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი