weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ენერგეტიკის სამინისტროსთან მთიულები და მოხევეები აქციას გამართავენ

09:48 ორშაბათი, 08 მაისი 2017

დღეს, 8 მაისს, თბილისში, ენერგეტიკის სამინისტროსთან ფასანაურისა და სნოს ხეობის სოფლების მცხოვრებლები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია 13:30 საათზე დაიწყება. მთიულები და მოხევეები ითხოვენ ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მარშრუტი შეიცვალოს და დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით განთავსდეს.

ამასთან, მათივე მოთხოვნაა მოხდეს პროექტთან დაკავშირებული რისკების საფუძვლიანი შესწავლა. ადგილობრივები შიშობენ, რომ  ელექტრომაგნიტური ველი ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივებას უკავშირდება ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორიცაა ლეიკემია, არაჰოჯკინის ლიმფომა, კუჭ-ნაწლავის კიბო, ტვინის სიმსივნე, იმუნური სისტემის დაქვეითება, თავის ტკივილი, მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია, ემბრიონის გარდაცვალება.

500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი მთიულეთის გარდა ხევის ტერიტორიაზე, კერძოდ კი სნოს ხეობის სოფლებს, სნოს, ახალციხეს და კარკუჩასაც გაივლის. ხაზი რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით შენდება. პროექტს გერმანიის განვითარების ბანკი 25 მლნ ევროთი აფინანსებს.

ხაზის მშენებლობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 2016 წლის 27 მაისს დაამტკიცა. ყაზბეგის მცხოვრებლების შოთა ბუჩუკურის და ზაზა წიკლაურის მიერ, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ დახმარებით დასკვნა სასამართლოშია გასაჩივრებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]