weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები დაჭრეს

17:33 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, „რეალ-პალასის“ ოფისთან სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები ჯუმბერ ზოიძე და ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. აჭარის ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაჭრაში ეჭვმიტანილი ხიმშიაშვილის ძმა რამაზ ხიმშიაშვილია.

„როდესაც ხმა გავიგონე გამოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახე, ჩვენი უფროსი, კომპანიის დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე გამოჰყავდათ. შემდეგ პოლიციაც მოვიდა. ინციდენტი ოფისთან მოხდა. ამბობენ, რომ რამაზ ხიმშიაშვილმა ძმას და ზოიძეს ესროლა“ - ციტირებს აჭარის ტელევიზია კომპანიის დაცვის თანამშრომლის ვანო კუნჭულიას კომენტარს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანა. რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ორივე პაციენტს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]