weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აკურის სკოლაში იატაკის ჩანგრევის შედეგად მუშა დაშავდა

12:00 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

თელავის რაიონის სოფელ აკურაში საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა. ის მეორე სართულიდან იატაკის ჩანგრევის შედეგად ჩამოვარდა. მამაკაცი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ხერხემლის დაზიანებით გადაიყვანეს.

ჰოსპიტალის დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, დაშავებულს პირველადი დახმარება თელავში აღმოუჩინეს და მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მაღალტექნოლოგიური ქირურგიული ჩარევის მიზნით, თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

აკურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]