ოქტომბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

11:05 - 13 ოქტომბერი 2017 hits 160
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა ფოტო © "სამხრეთის კარიბჭე"

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებული მ.ზ. დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ დაბა ასპინძაში ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ზ.-მ დანის დარტყმით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 27 წლის მეუღლეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დას, ხოლო შემდგომ ეჭვიანობის საფუძველზე, ნაჯახის დარტყმით სცადა ნ.ზ.-ს და ლ.ზ.-ს მკვლელობა. 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი 9 აპრილს, დაბა ასპინძაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 108-ე მუხლებით (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა), 19-ე და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. სასამართლომ მ.ზ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com