ოქტომბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ფაროსანას გამო ბათუმის 7 საბავშვო ბაღი 3 დღით დაიხურება

11:55 - 13 ოქტომბერი 2017 hits 255

ბათუმის შვიდ საბავშვო ბაღში აზიური ფაროსანა დააფიქსირეს, რის გამოც, საბავშვო ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, სააღმზრდელო პროცესი სამი დღით შეჩერდება. შაბათ-კვირას ყველა ბაღის ეზოს სპეციალური პრეპარატით შეწამლავენ, მომდევნო სამი დღის განმავლობაში კი ოთახების კაპიტალური დასუფთავება მოხდება.

„წამლობითი ღონისძიებების გატარების შემდეგ, ბავშვების უსაფრთხოებით მიზნით აუცილებელია ორშაბათსა და  სამშაბათს ოთახები დაკეტილი იყოს. ოთხშაბათს კი გენერალური დასუფთავება ჩატარდება. შეიწამლება საბავშო ბაღების მიმდებარე ტერიტორია, ასევე სპეციალური სითხით დამუშავდება შენობებიც“, - განაცხადა საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა განაცხადა ნატალია ზაქარეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვების საწოლებში აზიური ფაროსანას აღმოჩენის გამო, რამდენიმე დღის წინ, სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილი იყო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში.

აზიური ფაროსანა ტემპერატურის კლებისას, გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში ინაცვლებს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროს მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება მისი მექანიკურად განადგურებაა.

„ერთ-ერთი მარტივი მეთოდი მარტივი კონსტრუქციის, მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფრების დამზადებაა, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი ფირფიტები ან მსგავსი მასალა. თავშესაფარში გამოსაზამთრებლად შესული ფაროსანა უნდა შეგროვდეს და მექანიკურად განადგურდეს“, - აცხადებენ სააგენტოში.

ბოლო მონაცემებით, მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექტრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთი და დიდი მასივები. ფაროსანამ სოფლის მეურნეობას სერიოზული ზიანი მიაყენა, მაგრამ ზარალი დათვლილი არ არის.

 

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com