ოქტომბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

14 ოქტომბერს მცხეთაში „სვეტიცხოვლობა“ აღინიშნება  

11:00 - 13 ოქტომბერი 2017 hits 241

14 ოქტომბერს, ქალაქ მცხეთაში „მცხეთობა-სვეტიცხოვლობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, 10:00-დან 14:00 საათამდე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს პარტიარქი ილია მეორე საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.

„სვეტიცხოვლობაზე“ დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები. მცხეთის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საშემოდგომო ნობათის და საქართველოს რეგიონებში წარმოებული პროდუქციის, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება შეჯიბრი ქართული ჭიდაობაში, სპორტულ ნარდში, მინი-ფეხბურთში, კარატეში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში. გამარჯვებულები პრიზებით, დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

„სვეტიცხოვლობაზე“ მცხეთის საპატიო მოქალაქეებსაც გამოავლენენ. ღონისძიების ბოლოს კი გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი 33ა და ბენდი The light room”. კონცერტი 21:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com