ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

„იეჰოვას მოწმეები“ ცხინვალშიც ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს

13:09 - 14 ოქტომბერი 2017 hits 405

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა და რელიგიური გაერთიანება „იეჰოვას მოწმეების“ საქმიანობა აკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაერთიანება ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ „იეჰოვას მოწმეების“ შეკრებებზე ექსტრემისტული ხასიათის იდეების პროპაგანდა და შესაბამისი ლიტერატურის გავრცელება ხდებოდა.

„სპუტნიკი“ წერს, რომ ორგანიზაციის წევრების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს რელიგიური ლიტერატურა, რომელიც ექსტრემისტული მასალების ჩამონათვალში შედის.

აღსანიშნავია, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „იაჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად 2017 წელს ცნო და მისი ლეკვიდაცია მოახდინა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიური თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთში რელიგიური უმცირესობები სისტემატიურად იდევნებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი