weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში პირადობის მოწმობაც ჩააგდო

15:40 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

ახალციხის მე-8 საარჩევნო უბანში ამომრჩეველმა პირადობის მოწმობა ბიულეტენთან ერთად საარჩევნო ყუთში ჩააგდო. კომისიის თავმჯდომარის, თეიმურაზ გვარამაძის განმარტებით, ამომრჩეველი პირადობის მოწმობას ხმის მიცემის დასრულების და საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ დაიბრუნებს.

„ეტყობა, ქალბატონმა თავისი პირადობის მოწმობა ბიულეტენების შუა მოაქცია, კონვერტში ჩადო და ჩაუშვა ყუთში. როდესაც ყუთს გავხსნით უკვე გვეცოდინება ამ პიროვნებამ ვინ შემოხაზა“, - განაცხადა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ „მე-9 არხთან“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]