weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყვარელში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქალის მაზლმა თვითმკვლელობა სცადა

18:00 კვირა, 22 ოქტომბერი 2017

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 24 წლის ქალის მაზლმა, თვითმკვლელობა სცადა. უგონო მდგომარეობაში მყოფი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

შილდის მცხოვრებლების ინფორმაციით, მამაკაცმა თავის მოკვლა იმ დროს სცადა, როცა გარდაცვლილი ქალის დაკრძალვა მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, 24 წლის ქალი, რომელსაც 2 შვილი ჰყავს, სოფელ შილდაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ქალის ცხედარზე ძალადობის კვალიც აღმოაჩინეს. არ არის გამორიცხული რომ ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]