weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ადვოკატის ცემაში ბრალდებულ პოლიციის უფროსს 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

17:07 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017
ფოტოზე გიორგი მდინარაძე ფოტოზე გიორგი მდინარაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა პოლიციის უფროსის ლაშა კვირკვაიას მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმის განხილვა. სასამართლომ კვირკვაია დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და სასჯელის სახით 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ლაშა კვირკვაიას 2015 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლაშა კვირკვაიას შეკამათება მოუვიდა, იმავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გიორგი მდინარაძესთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფი - არასრულწლოვნის მიერ დუმილის უფლების გამოყენების გამო. ლაშა კვირკვაიამ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გიორგი მდინარაძეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი.

„მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ვერ ცნო ლაშა კვირკვაია ბრალდება, რომ მან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩაიდინა ძალადობით. შესაბამისად სასამართლომ ბრალდებულის ქმედება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ბრალდებულის პიროვნების და ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა - 12 000 ლარი განესაზღვრა, რაც ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]