weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტყიბულში მინდელის შახტაში მუშა დაიღუპა

21:16 პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ერთი ადამიანი დაიღუპა. "საქნახშირის" დირექტორის მოადგილის გია ქარქაშაძის ინფორმაციით, დავით ფორჩხიძე მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სამთო მასა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 9 მაისს მინდელის მაღაროში 4 მაღაროელი დაიღუპა. ამ საქმეზე გამოძიების შედეგები ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]