weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ჯოყოლოში ბორჩაშვილების ეზოში ჩავარდა

16:35 სამშაბათი, 09 მაისი 2017
სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ჯოყოლოში ბორჩაშვილების ეზოში ჩავარდა ფოტო: © ისლამ გორგიშვილი | პანკისის სათემო რადიო WAY

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტის ნაწილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, გურიე ბორჩაშვილის ეზოში ჩავარდა. რაკეტა სეტყვასაშიში ღრუბლების დასაშლელად 8 მაისს, დილით, სოფელ საკობიანოდან გაისროლეს.

„დილით მეზობლებმა გაიგეს ხმა. დაახლოებით, 9-10 საათზე რომ გავედით ბაღში, ვნახეთ, რომ რაკეტა იყო ჩამოვარდნილი. ჩემმა ძმამ მიწაში ჩაფლობილი ამოიღო. მარტო ერთი ცალი ვნახეთ.

ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ სეტყვის საწინააღმდეგოდ გასროლილი რაკეტას ხალხს არ მოგვხვდეს. ეს რომ ადამიანს მოხვედროდა, ვერ გადარჩებოდა.

რაკეტის ნაწილი სიგრძე დაახლოებით 40 სანტიმეტრია, სიგანე 5 სანტიმეტრი, წონა კი ერთ კილოგრამამდეა“, - უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY–ს გურიე ბორჩაშვილმა.

კომპანია „დელტაში“, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას მართავს, აღნიშნეს, რომ რაკეტის ნაწილი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.

„ჩამოვარდა ნაწილი, რომელშიც აქტიური ნივთიერებები 100%-ით გამომწვარია. ის პლასტიკატისგან არის დამზადებული და საფრთხეს არ წარმოადგენს. ასეთი რაღაც ხდება 10 000 რაკეტიდან ერთ შემთხვევაში, როდესაც რაკეტაში შესაძლოა არ ამოქმედდეს თვითლიკვიდატორი და შემდგომ რამდენიმე ნაწილად არ გაიყოს. როგორც წესი, რაკეტა მოქმედებიდან დაახლოებით 43-ე წამზე უსაფრთხო ნაწილებად იშლება. სეტყვას თან ახლდა ქარი და შესაძლოა, მან გადაისროლა ჯოყოლოში. მისი გასროლა 6,8 კილომეტის სიმაღლეზე ხდება“, - აცხადებს „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი კალატოზიშვილი.

შეგახსენებთ, 2015 წელს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში საცხოვრებელ სახლს დაეცა. რაკეტამ სახლის სახურავი გახვრიტა, საძინებელ ოთახში ჩავარდა და ბავშვის საწოლზე აფეთქდა. საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყვა, რადგან ბავშვი იმ საღამოს ნათესავთან იმყოფებოდა. ცეცხლის ჩაქრობა მეზობლებმა საკუთარი ძალებით მოახერხეს.

„დელტას“ განმარტებით, მაშინ ერთ-ერთი ჭურვი მწყობრიდან ტექნიკური ხარვეზის გამო გამოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]