weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გორში მდებარე რესტორანს სტალინის სახელი დაერქმევა

14:50 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი ქალაქ გორში მდებარე „სპორტ კაფეს“ სახელს უცვლის. ახალ რესტორანს „Joseph ერქმევა. ინგლისურად დაწერილი საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის სახელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მშენებარე ობიექტის საინფორმაციო დაფაზე დააფიქსირა.

„სპორტ კაფე“ გორის ცენტრში, სტალინის გამზირის მიმდებარედ 10 წელია ფუნქციონირებს. Qartli.ge-ს ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში მისმა ოფიციალურმა მეპატრონემ, გიორგი კანდელაკმა რესტორნის წინ, დაახლოებით 80 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთის დამატებით შესყიდვა მოითხოვა. ქალაქის საკრებულომ ბიზნესის გაფართოების მიზნით, მეწარმეს მიწის შესყიდვაზე თანხმობა მისცა. გიორგი კანდელაკმა ძველი რესტორნის დანგრევა-გადაკეთება და ახლად ნაყიდ ტერიტორიაზე ბიზნესის გაფართოება დაიწყო.

გიორგი კანდელაკი საზოგადოება „გორელის“  წევრია. ორგანიზაცია საბჭოთა დიქტატორის მშობლიურ ქალაქში სტალინის ძეგლის აღდგენას ითხოვს. Qartli.ge-ს ინფორმაციით, კანდელაკმა სტალინის საპატივსაცემოდ რესტორნის პირველ სართულზე „სტალინის ოთახი“ მოაწყო.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]