weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

იმერეთის და რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის პოლიციის უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა

17:03 კვირა, 19 ნოემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა.

ამირანაშვილი 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

2012-2013 წლებში იყო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2014 წლებში შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2014-2015 წლებში შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015-2016 წლებში შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 2016-2017 წლებში კი ბესიკ ამირანაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]