დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

აბასთუმანში საჯარო სკოლა შესაძლოა შენობის გარეშე დარჩეს

15:21 - 20 ნოემბერი 2017 hits 141

ახალციხის რაიონული სასამართლო მოქალაქე გენადი ენდელაძის სარჩელს განიხილავს, რომელიც იმ შენობის მესაკუთრეა, სადაც აბასთუმნის საჯარო სკოლაა განთავსებული. მოსარჩელე შენობიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების გამოსახლებას ითხოვს. მისი თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, განათლების სამინისტრო მას ქირის ფულს არ უხდის. აბასთუმნის სკოლაში 65 მოსწავლე სწავლობს.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ გენადი ენდელაძესა და სკოლის დირექტორს მორიგება შესთავაზა და დრო 27 ნოემბრამდე მისცა.

„ვიდრე სასამართლოს მივმართავდი, სკოლის დირექტორს შევთავაზე, რომ ხელშეკრულება გაფორმებულიყო და ქირა გადაეხადათ, თვეში 1000 ლარი, მაგრამ უარი თქვეს“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ ენდელაძის კომენტარს.

გამოცემის ინფორმაციით, აბასთუმნის სკოლის შენობის საკითხი რამდენიმე წელია სადავოა. შენობა, რომელშიც აბასთუმნის სკოლა 1992 წლიდან ფუნქციონირებს, გენადი ენდელაძემ 1991 წლამდე იყიდა, როცა იქ ყველ–კარაქის ქარხანა იყო. მოგვიანებით კი, როგორც თვითონ ამბობს, სოფლის და რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელების თხოვნით სკოლას დაუთმო.

2011 წლამდე შენობა გენადი ენდელაძის საკუთრება იყო, 2011 წელს კი მან უსასყიდლოდ ადიგენის თვითმმართველობას აჩუქა. შენობის ჩუქებამდე მას პროკურატურამ ბრალი წაუყენა ყალბი ზედნადებების დამზადება გამოყენებაში, რის გამოც დააპატიმრეს. პატიმრობიდან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გაათავისუფლეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, გენადი ენძელაძემ დავა დაიწყო და სასამართლოს მეშვეობით შენობა დაიბრუნა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი