weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვახტანგ გომელაური - თუ შევხედავთ რაც მოხდა, მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს

22:39 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

"სერიოზული ჯგუფი იყო. იყო საფრთხე, რომ მძევლად აეყვანათ მოსახლეობა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ რომელი ქვეყნის მოქალაქეები და რომელი დაჯგუფების წევრები არიან ისინი. თუ შევხედავთ დღევანდელ დღეს რაც მოხდა, თავისუფლად შეგვიძლია მივუსადაგოთ, რომ მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს საქართველოში", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისში დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

"ამხელა, თითქმის 18 საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან. ცნობილია რა თქმა უნდა ვისგანაც ჰქონდათ ბინა ნაქირავები, თუმცა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს. პროკურატურა იტყვის, თუ რა კვალიფიკაციას მიანიჭებს საქმეს", - აღნიშნა გომელაურმა.

სუს-ის ხელმძღვანელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისას სამოქალაქო პირი დაიღუპა - "ის იყო მონაწილე იმ ჯგუფის, ვისთანაც გვქონდა მთელი დღე ბრძოლა",- თქვა გომელაურმა და განმარტა, თუ რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი.

"ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპერაცია ასე არ დასრულებულიყო. იმ ერთი ადამიანის დაღუპვა ძალიან მძიმე იყო. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენი თანამშრომლები მსუბუქად არიან დაჭრილები. კითხვები იყო იმაზე, თუ რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი სპეცოპერაცია - 18, 19, 20 საათი, ზუსტად იმიტომ, რომ არ გვინდოდა დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, პოლიციელები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. აქედან გამომდინარე იყო ეს ყველაფერი, რომ ნაკლები დანაკარგები ყოფილიყო", - აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა, საქართველოში ჩეჩნეთიდან იყო ჩამოსული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]