weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქორიძე, ნაცვლიშვილი, ლომჯარია და მენაბდე - სახალხო დამცველობის კანდიდატები

17:49 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე, სახალხო დამცველობის კანდიდატურები განიხილეს. არასამთავრობოები პარლამენტს ზვიად ქორიძის, ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებას გაითვალისწინებს და სახალხო დამცველს შეთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს.

„სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასახელებული კანდიდატები საკმაოდ ღირსეულები არიან. მათ თავიანთი საქმიანობის განმავლობაში დამტკიცებული აქვთ ადამიანის უფლებების მიმართ ერთგულება. არასამთავრობო სექტორმა პოზიტიური პროცესი გაიარა, როდესაც ოთხ კანდიდატზე ჩამოყალიბდა. იმედი მაქვს, უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთზე შეჯერდება“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის საკითხზე უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილიც მიიღებს.

მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]