weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რუსთავში ლომბარდის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს

14:08 კვირა, 26 ნოემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1989 წელს დაბადებული ზ.წ., ძარცვის ბრალდებით დააკავეს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 21 ნოემბერს რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის ლომბარდის ოპერატორს 1500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცავებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.წ. მომხდარიდან მეორე დღეს, რუსთავში, ქუთაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]