weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არსებობს ეჭვი, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს - გომელაური

14:34 კვირა, 26 ნოემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს. გომელაურის თქმით, გარდაცვლილი პირების ვინაობა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"რათქმაუნდა ეჭვი არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება ახმედ ჩატაევი იყოს. თუმცა, დადასტურებით ექსპერტიზების შემდეგ, როდესაც გაკეთდება დეენემის ანალიზი, გვექნება ზუსტი პასუხი ეს ჩატაევი იყო თუ არ იყო. იქედან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს, რთულია საფრთხეებზე საუბარი. თუმცა იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვა მიმდინარეობდა. მგონი ავიცილეთ თავიდან", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების საგამოძიებო და საექსპერტო სამსახურებთან ერთად მიმდინარეობს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრის ლიკვიდაცია მოხდა, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

პროკურატურამ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ ს. დ-ს ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]