weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სპეცოპერაციის გამოძიების პროცესში საქართველოს FBI-ის ექსპერტები ეხმარებიან - იან კელი

18:03 ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ექსპერტები არიან ჩართული. იან კელის განცხადებით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

„აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ ტექნიკური დახმარება, რომელსაც უკვე უზრუნველვყოფთ. ეს ის საკითხია რომელიც ყველა ჩვენთაგანს ეხება, ეს საერთაშორისო ტერორიზმის საკითხია. საქართველო ჩვენი პარტნიორია და რათქმაუნდა მზად ვართ მას ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია და ვითანამშრომლოთ. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს ახმედ ჩატაევი, ეს ჯერ 100%-ით უნდა დადგინდეს. ბევრი კითხვა არსებობს. ჩვენ უნდა გავიგოთ რა მოხდა და დავსვით კითხვები. გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები ჩაერთვნენ გამოძიებაში. საქართველოს მთავრობას უნდა დააზუსტებინოთ თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ოფიციალური ინფორმაციით, 21 და 22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დააკავეს, სამი კი მოკლეს. ოპერაციის დროს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

პროკურატურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში ტერორიზმის ბრალდებით ს.დ. დააკავეს, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]