ივლისი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

გორის მერს 3 მოადგილე, 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე და 3 კონსულტანტი ეყოლება

16:23 - 29 ნოემბერი 2017 hits 9257

გორის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერს კონსტანტინე თავზარაშვილს 3 მოადგილე, 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე და 3 კონსულტანტი ეყოლება. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საშტატო ნუსხა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 24 ნოემბერს დაამტკიცა.

მრჩევლების, თანაშემწეებისა და კონსულტანტების ანაზღაურების ოდენობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. პირველი მრჩევლის ანაზღაურება 1400 ლარია, მეორე მრჩევლის 1200 ლარი, მესამე მრჩევლის კი 1100 ლარი. თანაშემწის ანაზღაურება 1000 ლარია, კონსულტანტის კი 900 ლარი.

საშტატო ნუსხაზე დაყრდნობით, qartli.ge წერს, რომ გორის მერს ორი მძღოლიმოემსახურება. პირველი მძღოლის ხელფასი 1000 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო მეორე მძღოლის - 850 ლარით.

რაც შეეხება მოადგილეებს, პირველი მოადგილის ხელფასი 2150 ლარია, მოადგილის კი 2050 ლარი. მერის ხელფასი 2750 ლარით არის განსაზღვრული.

ერთი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მხოლოდ მერის, მისი 3 მოადგილის, 3 მრჩევლის, 3 თანაშემწის, 3 კონსულტანტისა და 2 მძღოლის შენახვა 218 400 ლარი დაუჯდება. ეს იმ შემთხვევაში, ჩინოვნიკები მხოლოდ ხელფასს თუ დაჯერდნენ და პრემია-დანამატები არ გამოიწერეს.

კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერად "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. თავზარაშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. 

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 30 ივნისს გამართულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს და 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდს, მათ შორის გორს დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ჩამოართვა.

12 თვითმმართველი ქალაქიდან დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს მხოლოდ ხუთი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი და ბათუმი ინარჩუნებს, ხოლო გორის გარდა აღნიშნული სტატუსი დაკარგეს თელავმა, მცხეთამ, ახალციხემ, ამბროლაურმა, ოზურგეთმა და ზუგდიდმა.

მუნიციპალიტეტების გაერთიანების ერთ-ერთი მიზეზი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იყო.

 

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]