weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოჟიოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

11:00 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დარბაზული ეკლესია, რომელიც რიყის ქვით არის აშენებული, გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ტაძარი მიწისაგან და მცენარეებისაგან გაიწმინდა, გადაეწყო ფასადებიდან დაძრული საპირე ქვები, აღდგა ჩამონგრეული კედლები, სახურავი გადაილესა კირხსნარით და კრამიტით დაიხურა, იატაკი ქართული აგურით მოპირკეთდა, ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი და დამონტაჟდა მაგარი ჯიშის ხის მასალისგან დამზადებული კარები.

ოჟიოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „სალდომ“ განახორციელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]