weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უპასპორტობის გამო მძიმე ავადმყოფი ონკოლოგიურში არ გადაიყვანეს

23:09 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

62 წლის ქალი, რომელსაც ძლიერი ტკივილები აქვს, კატასტროფის ცენტრმა ონკოლოგიურ საავადმყოფოში არ გადაიყვანა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს პასპორტი არ აქვს. ქალი ყარაბაღიდან არის დევნილი.

ის კასპის რაიონის სოფელ ფერმაში ერთ-ერთ ოჯახს ჰყავდა შეფარებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და ძლიერი ტკივილების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილობრივმა ბრიგადამ პაციენტი კასპის სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანა. ადგილობრივმა ექიმებმა კატასტროფის ცენტრის ბრიგადა გამოიძახეს იმ მიზნით, რომ პაციენტი თბილისში, ონკოლოგიურ კლინიკაში მოეთავსებინათ.

"პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ პირველადი დახმარება, მაგრამ საჭიროებს შესაბამის კლინიკაში გადაყვანას და მკურნალობას", - ციტირებს qartli.ge კასპის კლინიკის მორიგე ექიმის კომენტარს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, პრობლემის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროც ინფორმირებულია, მაგრამ პაციენტის თბილისში გადაყვანა ამ დრომდე ვერ მოხეხრდა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]