weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ახალციხეში საკრებულოს დეპუტატის მანქანასთან აფეთქება მოხდა

01:31 კვირა, 03 დეკემბერი 2017
ახალციხეში საკრებულოს დეპუტატის მანქანასთან აფეთქება მოხდა ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრის ამბარცუმ ბაბოიანის მანქანასთან აფეთქება მოხდა 2 დეკემბერს, დაახლოებით 20:35 საათზე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტომობილები დაზიანდა.

„სამი ოთხი ბიჭი გამოვედით სპორტ დარბაზიდან. შენობას რომ გამოვცდით ისეთი საშინელი ხმა იყო, ჩავიკეცეთ. იმ ადგილზე მიწაა ამოთხრილი, კიდევ კარგი ახლო–მახლო არავინ იმყოფებოდა“, - ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ თვითმხილველების კომენტარს.

აფეთქებისას მანქანის მეპატრონე სპორტულ დარბაზში იყო. გარეთ მას შემდეგ გამოვიდა, რაც აფეთქების ხმა გაიგო. ამბარცუმ ბაბობიანი ამბობს, რომ მომხდარს ვერაფერს უკავშირებს.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]