weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

წყალტუბოში 17 წლის ბიჭი მოკლეს

12:21 კვირა, 03 დეკემბერი 2017

წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში 17 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა 2 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 18 წლის ი.ტ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

სამართალდამცავებმა  ი.ტ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქუთაისი პოსტი“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბიჭებს შორის კონფლიქტი არსებობდა და კლასელმა ის რამდენჯერმე დაიბარა სალაპარაკოდ. 2 დეკემბერს, საღამოს კი, სასაფლაოზე შელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც 17 წლის ბიჭი გულის არეში დაჭრეს.

ექიმების თქმით, როდესაც დაჭრილი საავადმყოფოში შეიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]