დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუბუნაური გაათავისუფლეს

12:10 - 04 დეკემბერი 2017 hits 1140

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუბუნაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

შსს-ში „რეგინფოს“ ისიც კი არ უთხრეს, ვინ ხელმძღვანელობს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომ კითხვებით მისთვის მიგვემართა.

არაოფიციალური ინფორმაციით, კახეთის პოლიციის უფროსად შოთა ჭანუყვაძე დაინიშნა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.

გიორგი ბუბუნაური კახეთის პოლიციის დეპარტამენტს 2014 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსად და თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში იყო გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი და ამავე სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები მინისტრის შეცვლის შემდეგ დაიწყო. 13 ნოემბერს შს მინისტრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა. გახარიამ მინისტრის მოადგილეებიც შეცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი