დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

ბათუმში მშენებლობაზე მძიმე ტექნიკა გადაბრუნდა და ადამიანი მოიყოლა

10:04 - 05 დეკემბერი 2017 hits 279

ბათუმში, კომპანია „ორბის“ სამშენებლო ობიექტზე მუშაობის დროს მძიმე ტექნიკა გადაბრუნდა და 57 წლის მამაკაცი მოიყოლა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„სასწრაფო დახმარებამ შემოყვანა 57 წლის მამაკაცი, რომელსაც ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა კვლევები, პაციენტი ითვლება კრიტიკულად, რომელიც გადაყვანილი იქნა კრიტიკული ცენტრის განყოფილებაში“, - ციტირებს ექიმის კომენტარის აჭარის ტელევიზია.

მშენებლობაზე მძიმე ტექნიკა 4 დეკემბერს, საღამოს გადაბრუნდა. ქვეშ მოყოლისი მამაკაცის გამოსაყვანად მაშველების დახმარება გახდა საჭირო.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი