დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

წყალტუბოში 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა

18:10 - 05 დეკემბერი 2017 hits 214

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოში 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის განცხადებით, მან არ იცოდა, რომ მისი თანაკლასელი არასრულწლოვანი იყო, შესაბამისად, წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს.

2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, 17 წლის მოზარდს მისივე კლასელმა, 18 წლის ბიჭმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით, გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას (დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის).

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი