დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

ახალციხელმა სტუდენტებმა კოსმოსურ ჰაკათონში გაიმარჯვეს

11:28 - 06 დეკემბერი 2017 hits 137
გამარჯვებულები ასტრონავტ ჰაიდი ფაიფერთან ერთად გამარჯვებულები ასტრონავტ ჰაიდი ფაიფერთან ერთად

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ჩატარებულ კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების სალომე თათოშვილისა და დავით ხუციშვილის გუნდმა „ყველგან ყოველთვის“ გაიმარჯვა. გამარჯვებულები ნიდერლანდებში გაემგზავრებიან, სადაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის Space Expo-ს დაათვალიერებენ.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სალომე თათოშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია, ხოლო დავითი სანდ-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტზე სწავლობს.

კოსმოსური ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაცია იყო. მექანიზმი, რომელიც ახალციხელი ახალგაზრდების გუნდმა შექმნა, მარსზე დასახლებისთვის აუცილებელი პირობაა.

„ჩვენს სისტემას ქვია ციანოცირკულაცია. ციანობაქტერიებს ვიყენებთ იმისათვის, რომ მარსზე ჟანგბადი წარმოვქმნათ. ამ ბაქტერიებს სჭირდებათ ოპტიმალური პირობები, რაც ჩვენი სისტემის საშუალებით შევუქმენით. ამ მექანიზმით საცხოვრებელ გარემოში ჟანგბადი შეაღწევს. მარსზე ყველა მცხოვრებლის ხელზე იქნება საათის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც ზომავს ჟანგბადს ადამიანის ორგანიზმში, ასევე ტემპერატურასა და ტენიანობას ჰაერში“, – განმარტავს სალომე თათოშვილი.

კოსმოსური ჰაკათონი თბილისში 3 დეკემბერს დასრულდა. ჰაკათონში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ. მთავარი მიზანი კი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეებისა და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისება იყო.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი