weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს

15:26 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას - „ღირესების მანიფესტაციას“ მართავს. პარტიის წევრები კიევში სააკაშვილის დაკავების მცდელობას აპროტესტებენ.

„ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსების საქმე, რომ ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია იმ მოვლენებზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება და რა ვითარებაც არის საქართველოში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის „ოლიგარქიული შეთანხმება“ არსებობს, რომელის მიზანია უკრაინაში სასწრაფოდ მოხდეს სააკაშვილის ნეიტრალიზაცია.

„კატასტროფულად ეშინიათ, უპირველეს ყოვლისა საქართველოში, იქ სააკაშვილის გამარჯვების. რადგან, ბუნებრივია, უკრაინაში მის გამარჯვებას ავტომატურად მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება საქართველოში.

დღეს ქართული ოცნება მაქსიმალურად ცდილობს არაპირდაპირი გზებით და არაოფიციალურად რაღაც მხარდაჭერა გაუწიოს პოროშენკოს. მოგისმენიათ საქართველოს ხელისუფლებისგან ერთი ოფიციალური განცხადება მაშინ, როდესაც ასე ექცევიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მეზობელ ქვეყანაში?!“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

5 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დააკავესრომელიც მოგვიანებით მხარდამჭერებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსიდან გამოიყვანეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის ხელშეწყობისა და მისი საქმიანობის დაფარვის ბრალდებით აკავებდნენ. მას შემდეგ რაც მან უარი თქვა პროკურატურაში გამოცხადებაზე, მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას პროვოკაციას უწოდებს და უკრაინის ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს კრემლთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]