weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზუგდიდის საკრებულომ დეკანოზის საცხენოსნო კლუბი 43 ათასით დააფინანსა

14:01 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ დასაფინანსებლად 43 ათასი ლარი გაითვალისწინა. საცხენოსნო კლუბის მფლობელი დეკანოზი იაკობ ეხვაიაა. საკრებულომ კლუბს დაფინანსება კულტურული განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გამოუყო.

ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა „ლაივპრესის“ ინფორმაციით, კერძო საცხენოსნო კლუბი „ხარება“ ზუგდიდში 2015 წლის 6 მაისს შეიქმნა. ის სოფელ ჭითაწყარში მდებარეობს, კლუბში 15 ცხენი ირიცხება, ჰყავთ ლათინოამერიკული და მეგრული ჯიშის ცხენებიც. დეკანოზის თქმით, საცხენოსნო კლუბის შექმნა მისი ბავშვობის ოცნება იყო. მისივე თქმით, საცხენოსნოს მიზანია „აღადგინოს ერთ-ერთი უძველესი, მეგრელებისა და აფხაზების ცხენებით შეჯიბრის ტრადიცია, რომელიც ამ ორი რეგიონის დამაკავშირებელ - ენგურის ხიდთან იმართებოდა“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან 400 ათას ლარს მიიღებს მართლმადიდებელი ეკლესიის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია. „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ამ თანხიდან 100 ათასი ლარი ივერიის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის უნდა დაიხარჯოს. 200 ათასი ლარი ხანძრისგან დაზიანებული კორცხელის დედათა მონასტრის აღდგენას მოხმარდება, 20 ათასი ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნას, 80 ათასი კისხვადასხვა პროექტებზე დაიხარჯება.

„აქვთ მონასტრის აღსადგენი ფული, მილიონები აქვთ. მორალურად მოქმედებენ ჩვენზე, ხელისუფლებაზე და იყენებენ იმ ფაქტორს, რაცეკლესიას აქვს, რაც ჩვენ გვაქვს ეკლესიისადმი. აბა, როგორ შეიძლება 400 ათასი მოსთხოვო მუნიციპალიტეტს, რომელსაც ისედაც უამრავი პრობლემა აქვს“, - ციტირებს „ლაივპრესი“ „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს წევრის ბათლომე შელიას კომენტარს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მონაცემებით, 2014-2016 წლებში სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის ათმა მუნიციპალიტეტმა ეკლესია 1 264 604 ლარით დააფინანსა. თანხის ძირითადი ნაწილი ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რებილიტაციასა და საეკლესიო დღესასწაულების დაფინანსებაში დაიხარჯა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]